
MS Project
პროგრამა სრულად ფარავს დამწყებ იდან პროფესიულ დონემდე MS Project 2019/2021 შესწავლას და მის გამოყენებას პროექტის სრული ციკლის სამართავად

ნინო გორგაძე — საერთაშორისო სერტიფიცირებული პროექტების მენეჯერი (PMP®, PMI-ACP®) 20-
წლიანი გამოცდილებით პროექტებისა და პორტფელების მართვაში. აქვს 10-წლიანი გამოცდილება
ტრენინგებისა და საკონსულტაციო საქმიანობაში. ბოლო 8 წელია მუშაობს ციფრული
ტრანსფორმაციისა და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციის მიმართულებით, კომპანიებს
ეხმარება ოპერაციული პროცესების დახვეწასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში.
ნინოს გამოცდილება მოიცავს როგორც Agile და ჰიბრიდული მიდგომების დანერგვას, ისე SaaS/ERP
სისტემების, CRM პლატფორმების, პროექტებისა და დავალებების მართვის ინსტრუმენტების
(Microsoft Project, Jira, Asana, Monday.com, ClickUp, Zoho, Microsoft 365) ოპტიმიზაციასა და ინტეგრაციას.
ის მუშაობს როგორც სტრატეგიულ კონსულტანტად, ისე ტრენერად — ეხმარება ორგანიზაციებს
მართვის კულტურის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის ამაღლებაში.
სრული პროფილი: linkedin.com/in/nino-gorgadze-pmp-7370b36
ნინო გორგაძე
პროგრამის მთავარი მიზანია მსმენელს შეასწავლოს MS Project 2021 ფუნქციონალი და მისი პრაქტიკაში ეფექტურად გამოყენება პროექტის სრული ციკლის მართვისთვის. კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც იცის პროექტების მართვის საფუძვლები და აინტერესებს, ჭირდება ან უკვე მუშაობს MS Project 2019/2021 პროგრამაში (ონ-პრემის ვერსიაში). კურსის გავლისთვის აუცილებელია აღნიშნული პროგრამის დაინსტალირება კომპიუტერზე
ტრენინგის შესახებ
12 საათი (6 შეხვედრა)
არ არის გამოცხადებული
ადგილზე ან ონლაინ
არაუმეტეს 12 მონაწილე
პროგრამის მთავარი მიზანია მსმენე ლს შეასწავლოს MS Project 2021 ფუნქციონალი და მისი პრაქტიკაში ეფექტურად გამოყენება პროექტის სრული ციკლის მართვისთვის
პროგრამის გავლის შემდეგ მონაწილეს ექნება საჭირო პრაქტიკული ცოდნა MS Project 2021 პროგრამის, რომელიც დაეხმარება მას ეფექტურად დაგეგმოს და განახორციელოს პროექტი.
შეისწავლის რა MS Project 2021 ფუნქციონალის ყველაზე საჭირო და გამოყენებადი ნაწილს
შეძლებს პროექტის სრული ციკლის მართვას
ისწავლის MS Project 2021-ში მენეჯერული საკითხების მარტივად გადაჭრის გზებს