წესები და პირობები
პრეამბულა
წინამდებარე ვებ-გვერდის www.eacademy.ge (შემდგომში – „ვებ-გვერდი“) გამოყენება რეგულირდება შპს „ელექტრონული აკადემიის“ (შემდგომში – „კომპანია“) მიერ დადგენილი წინამდებარე წესებითა და პირობებით (შემდგომში – „წესები და პირობები“).
გთხოვთ, დეტალურად გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს, რომლებიც არეგულირებს მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდის გამოყენებასა და კომპანიის სერვისებით სარგებლობას.
წინამდებარე დოკუმენტის მიზნებისათვის „მომხმარებელი“ არის ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი ან ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც იყენებს ან/და მომავალში გამოიყენებს ვებ-გვერდს ან/და სარგებლობს კომპანიის სერვისებით.
ვებ-გვერდზე შესვლით ან კომპანიის სერვისებით სარგებლობით მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე წესებსა და პირობებს, ასევე იმ ცვლილებებსა და დამატებებს, რომლებიც შესაძლოა პერიოდულად შევიდეს აღნიშნულ წესებსა და პირობებში.
1. წესებისა და პირობების ცვლილება
1.1. კომპანია უფლებამოსილია ცალმხრივად შეცვალოს ან განაახლოს წინამდებარე წესები და პირობები.
1.2. ცვლილებები ძალაში შედის ვებ-გვერდზე მათი გამოქვეყნებიდან 24 (ოცდაოთხი) საათის შემდეგ, თუ ცვლილებაში სხვა ვადა არ არის განსაზღვრული.
1.3. მომხმარებლის პასუხისმგებლობაა პერიოდულად გაეცნოს წესებისა და პირობების განახლებულ ვერსიას.
1.4. იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე წესებსა და პირობებში მოცემული დანაწესი და მომხმარებელთან დადებული კონკრეტული ხელშეკრულების პირობა ერთმანეთს ეწინააღმდეგება, უპირატესობა ენიჭება კონკრეტულ ხელშეკრულებაში განსაზღვრულ პირობას, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმებულან.
2. სერვისების გამოყენება
2.1. წინამდებარე მუხლის მიზნებისათვის „სერვისი“ გულისხმობს კომპანიის მიერ გაწეულ ნებისმიერ მომსახურებას, მათ შორის, მაგრამ არამხოლოდ, ანაზღაურებად და არაანაზღაურებად სატრენინგო მომსახურებას.
2.2. სერვისების მიწოდების მიზნით კომპანია ახორციელებს, მათ შორის:
ა) არაანაზღაურებადი მომსახურების ფარგლებში მომზადებული ვიდეო, ტექსტუალური და ვიზუალური მასალის განთავსებას ვებ-გვერდზე;
ბ) ანაზღაურებადი სატრენინგო მომსახურების ფარგლებში მონაწილეებისთვის ვიდეო, ტექსტუალური და ვიზუალური მასალის გაზიარებას ელექტრონული ფოსტის ან/და სხვა ონლაინ პლატფორმის მეშვეობით;
გ) ნებისმიერი შინაარსის ვიზუალური, ტექსტუალური ან/და ვიდეომასალის, მათ შორის გრაფიკული ნამუშევრების, დიზაინის, ფოტომასალის, ბლოგპოსტებისა და ანიმაციების განთავსებას ვებ-გვერდზე.
2.3. კონკრეტული ტრენინგის ხანგრძლივობა, ფორმატი, ღირებულება, განრიგი და სხვა სპეციფიკური პირობები შეიძლება განისაზღვროს შესაბამისი ტრენინგის აღწერაში, რეგისტრაციის ფორმაში, ინვოისში ან/და მომხმარებელთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში.
3. მომხმარებლის ვალდებულებები და ქცევა
3.1. მომხმარებელი ვალდებულია კომპანიის ვებ-გვერდი და სერვისები გამოიყენოს მხოლოდ კანონიერად და მათი დანიშნულების შესაბამისად.
3.2. მომხმარებელს ეკრძალება:
ა) ვებ-გვერდის, სასწავლო მასალების ან სხვა სერვისების გამოყენება უკანონო მიზნებისთვის;
ბ) კომპანიის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების უნებართვო კოპირება, გავრცელება, გადამუშავება ან კომერციული გამოყენება;
გ) ტრენინგის ფარგლებში მიღებული მასალების მესამე პირებისთვის გადაცემა ან საჯაროდ გავრცელება კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
დ) ვებ-გვერდის ან მისი ფუნქციონირების ხელყოფა, დაზიანება ან ისეთი მოქმედების განხორციელება, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ვებ-გვერდის ან სხვა მომხმარებლების უსაფრთხოებას;
ე) სხვა ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას ან წინამდებარე წესებსა და პირობებს.
4. ინტელექტუალური საკუთრება და საავტორო უფლებები
4.1. ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებზე, მათ შორის, მაგრამ არამხოლოდ, ტექსტზე, ვიდეოზე, ფოტომასალაზე, გრაფიკულ ნამუშევრებზე, დიზაინზე, ბლოგპოსტებზე, ანიმაციებსა და სხვა კონტენტზე ვრცელდება კომპანიის ან შესაბამისი უფლებამოსილი პირის საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები.
4.2. აკრძალულია აღნიშნული მასალის ან/და მისი ნაწილის გადამუშავება, გამოქვეყნება, კოპირება, გავრცელება ან გადმოწერა, გარდა კომპანიის სოციალური მედიის გვერდიდან შესაბამისი მასალის „გაზიარების“ ფუნქციის გამოყენებით გაზიარებისა, საავტორო უფლებების სრული დაცვით.
4.3. ტრენინგის მონაწილეს არ აქვს უფლება, კომპანიის მიერ მისთვის მიწოდებული სასწავლო მასალა გადასცეს, გაამრავლოს, გაავრცელოს ან გამოიყენოს კომერციული მიზნით კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
4.4. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში კომპანია უფლებამოსილია მოითხოვოს დარღვევით მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურება.
5. პერსონალური მონაცემების დაცვა და კონფიდენციალურობა
5.1. კომპანია ამუშავებს მომხმარებლის მიერ მოწოდებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის სახელს, გვარს, ტელეფონის ნომერსა და ელექტრონული ფოსტის მისამართს, მომსახურების გაწევის, მომხმარებელთან კომუნიკაციის, რეგისტრაციის, ანგარიშსწორებისა და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით.
5.2. კომპანია პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და იღებს შესაბამის ზომებს მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
5.3. საჭიროების შემთხვევაში, მონაცემები შეიძლება დამუშავდეს იმ მომსახურების მიმწოდებლების მიერ, რომელთა ტექნიკური ან სხვა მომსახურება აუცილებელია კომპანიის ვებ-გვერდის, გადახდის, კომუნიკაციის ან სხვა სერვისების ფუნქციონირებისთვის, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით.
5.4. მომხმარებელს უფლება აქვს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მოითხოვოს ინფორმაცია მის შესახებ მონაცემების დამუშავების თაობაზე, მათი შესწორება, განახლება, წაშლა ან სხვა კანონით გათვალისწინებული უფლების განხორციელება.
5.5. მომხმარებელს შეუძლია უარი თქვას პირდაპირი მარკეტინგული კომუნიკაციების მიღებაზე შესაბამისი შეტყობინების ინსტრუქციების გამოყენებით ან კომპანიასთან დაკავშირების გზით.
6. Cookies
6.1. ვებ-გვერდი შეიძლება იყენებდეს Cookie ფაილებსა და მსგავს ტექნოლოგიებს ვებ-გვერდის ფუნქციონირების, მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების, გამოყენების ანალიზისა და შესაბამისი სერვისების მიწოდების მიზნით.
6.2. მომხმარებელს შეუძლია Cookie ფაილების მართვა საკუთარი ბრაუზერის შესაბამისი პარამეტრების მეშვეობით.
7. მომხმარებლის ანგარიში და სერვისზე წვდომა
7.1. თუ კომპანიის სერვისის კონკრეტული ფუნქციის გამოყენებისთვის საჭიროა რეგისტრაცია ან მომხმარებლის ანგარიშის შექმნა, მომხმარებელი ვალდებულია მიაწოდოს ზუსტი და აქტუალური ინფორმაცია.
7.2. მომხმარებელი პასუხისმგებელია მის ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვაზე და ანგარიშის გამოყენებით განხორციელებულ მოქმედებებზე.
7.3. კომპანია უფლებამოსილია შეაჩეროს ან შეზღუდოს მომხმარებლის ანგარიშზე ან კონკრეტულ სერვისზე წვდომა, თუ არსებობს წინამდებარე წესების დარღვევის, უკანონო გამოყენების ან უსაფრთხოების რისკის საფუძველი.
8. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
8.1. კომპანია და მისი შესაბამისი თანამშრომლები არ არიან პასუხისმგებელნი დამდგარ შედეგზე, რომელიც მოიცავს პირდაპირ, არაპირდაპირ, სპეციალურ, შემთხვევით, მიზეზ-შედეგობრივ ან არასახელშეკრულებო ზიანს, რაც გამოწვეულია ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის არასწორი ან/და არამიზნობრივი გამოყენებით.
8.2. ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია წარმოადგენს ზოგად საინფორმაციო მასალას და კონკრეტული სერვისის პირობები შეიძლება განისაზღვროს შესაბამისი შეთავაზებით, ინვოისით ან/და ხელშეკრულებით.
9. ანგარიშსწორების პირობები
9.1. მომსახურების მისაღებად ანგარიშსწორება შესაძლებელია შემდეგი მეთოდებით:
ა) ონლაინ გადახდა საბანკო ბარათის მეშვეობით, (როგორ კომპანიებისთვის ასევე ფიზიკური პირებისთვის) პირადი საბანკო მონაცემების შეყვანა ხდება უშუალოდ ბანკის ვებ-გვერდზე, რაც სრულად უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას და უსაფრთხოებას;
ბ) მომსახურების ღირებულების გადახდა საბანკო გადარიცხვის გზით, კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის გაგზავნილი ინვოისის საფუძველზე.
9.2. ინვოისი მომხმარებელს ეგზავნება ტრენინგზე რეგისტრაციისთანავე ან რეგისტრაციის პროცესით განსაზღვრული წესით.
9.3. კონკრეტული მომსახურების ღირებულება, გადახდის ვადა და სხვა ფინანსური პირობები განისაზღვრება შესაბამის შეთავაზებაში, ინვოისში ან/და ხელშეკრულებაში.
10. თანხის დაბრუნების პოლიტიკა
10.1. თანხის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში მომხმარებელმა წინასწარ უნდა დაუკავშირდეს ელექტრონული აკადემიის საინფორმაციო ცენტრს და აცნობოს თანხის დაბრუნების შესახებ.
10.2. თანხის დაბრუნების პროცესის ინიცირებისთვის მომხმარებელმა უნდა მიუთითოს ინვოისის ნომერი, შეკვეთის თარიღი, დაბრუნების მიზეზი და შესაბამისი ინფორმაცია გააგზავნოს ელექტრონული აკადემიის ელფოსტის მისამართზე: info@eacademy.ge.
10.3. ვიდეო პროდუქტის შეძენის შემთხვევაში თანხა არ ბრუნდება
10.4. თუ ტრენინგის მონაწილე თანხის დაბრუნებაზე განაცხადს გააკეთებს ტრენინგის დაწყებამდე:
ა) 1 თვით ადრე – ჩარიცხული თანხის 100% ბრუნდება;
ბ) 2 კვირით ადრე – კომპანია იტოვებს ტრენინგზე რეგისტრაციის საფასურის ნაწილს – 200 ლარის ოდენობით;
გ) 1–2 კვირით ადრე – კომპანია მომხმარებელს სთავაზობს გადახდილი თანხის დეპოზიტზე შენარჩუნებას;
დ) ტრენინგის დაწყებამდე 1 კვირაზე ნაკლებ ვადაში გადახდილი თანხა არ ბრუნდება.
10.5. ელექტრონული აკადემია ვალდებულია დასაბრუნებელი თანხა აუნაზღაუროს მომხმარებელს თანხის დაბრუნების განაცხადის გაკეთებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
11. განვადებით შეძენილი ტრენინგის დაბრუნების წესი
11.1. განვადებით შეძენილი ტრენინგის დაბრუნება ან/და განვადების გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული აკადემიის თანხმობით, წინამდებარე დაბრუნების წესების გათვალისწინებით.
11.2. მომხმარებელი ტრენინგზე ჯგუფში გათვალისწინებულად ითვლება, თუ მას დაფარული აქვს ტრენინგის ღირებულების ნაწილი – 200 ლარის ოდენობით.
12. მარეგულირებელი სამართალი და დავების გადაწყვეტა
12.1. წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
12.2. წინამდებარე წესებიდან და პირობებიდან გამომდინარე დავა, შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, განიხილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თბილისის საქალაქო სასამართლოში, თუ მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
13. საკონტაქტო ინფორმაცია
13.1. წინამდებარე წესებთან და პირობებთან, მომსახურებებთან, თანხის დაბრუნებასთან ან პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია დაუკავშირდეს კომპანიას:
ელექტრონული ფოსტა: info@eacademy.ge
ვებ-გვერდი: www.eacademy.ge
13.2. კომპანიის სხვა საკონტაქტო მონაცემები შეიძლება განთავსდეს ვებ-გვერდის შესაბამის განყოფილებაში.
ბოლო ცვლილება შეტანილია: 07/09/2026