top of page

ჩვენ შესახებ

ელექტრონული აკადემია არის წამყვანი სასწავლო ტრენინგ ცენტრი, რომელიც მომხმარებლებს ეხმარება თანამედროვე ცოდნის მიღებაში და ახალი უნარების განვითარებაში.

24 წლიანი გამოცდილებით განათლებისა და ტრენინგების ინდუსტრიაში, ჩვენ ჩამოვყალიბდით, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სანდო ლიდერი, რომელიც პროფესიონალებს სთავაზობს თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებულ ტრენინგ პროგრამებს.

ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ სტუდენტები საჭირო ცოდნით, რაც მათ საშუალებას მისცემს აღმოაჩინონ ახალი უნარ-ჩვევები და გახდნენ ინოვაციის მამოძრავებლები თავიანთ სფეროში.

CHven-shesaxeb.png
pexels-cottonbro-5076534.jpg

მისია

ჩვენი მისიაა უზრუნველვყოთ მაღალი დონის განათლების მიცემა, რომელიც აერთიანებს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოყენებას. ჩვენ ვქმნით უწყვეტი სწავლის კულტურას, რომელიც საშუალებას აძლევს პროფესიონალებს მოახდინონ მნიშვნელოვანი გავლენა საკუთარ ინდუსტრიებში და მის ფარგლებს გარეთ.

ღირებულებები

  • სრულყოფილება – ჩვენ ვამკვიდრებთ უმაღლეს სტანდარტებს პროფესიულ განათლებაში.
     

  • ინოვაცია – ჩვენი პროგრამები აერთიანებს თანამედროვე მიდგომებსა და ინდუსტრიულ ტენდენციებს.
     

  • გაძლიერება – ჩვენ ვამზადებთ და ისინი წარმატებას აღწევენ  თავიანთ სფეროში.

mid-distant-view-man-standing-mountain-ridge.jpg
Untitled-3-[Recovered].png

დამფუძნებელი

ელექტრონული აკადემიის დამფუძნებელი, გიორგი დათუკიშვილი 2013 წელს ინფორმატიკის ინჟინერიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მოიპოვა. 2019 წლიდან იგი არის „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ პროფესიული და უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი. ის არის წიგნის „Excel-ის 100 ამოცანა დამწყებთათვის“ და არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. 2005-2017 წლებში გიორგი მუშაობდა „კავკასიის უნივერსიტეტში“ სხვადასხვა წამყვან პოზიციებზე.
 

ის სხვადასხვა უნივერსიტეტების მოწვეული ლექტორია და 20+ წლიანი გამოცდილება აქვს ტრენინგების მართვისა და განათლების სფეროში. გიორგი ასევე არის ტრენერთა ასოციაციის წევრი და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოებულია საქართველოს პრეზიდენტის ღირსების ორდენით.

განხორციელებული პროექტები

5 წლის განმავლობაში, ელექტრონული აკადემია ახორციელებდა ისეთ სასწავლო პროგრამებს, როგორიცაა: MS EXCEL, MS WORD, MS POWER POINT, MS POWER BI, MS PROJECT, MS SQL და სხვა. სასწავლო ტრენინგები ხორციელდება საქართველოში მოქმედ სხვადასხვა ბიზნეს სექტორში მოღვაწე კომპანიებში, როგორიცაა: ფინანსები და საბანკო სექტორი, ტურიზმი და სასტუმრო ბიზნესი, სოფლის მეურნეობა და აგრობიზნესი, სამშენებლო და უძრავი ქონება, ტექნოლოგიები და IT სექტორი, ჯანდაცვა და ფარმაცევტიკა, სასურსათო მრეწველობა და კვების ინდუსტრია, ენერგეტიკა და ნავთობპროდუქტები, ლოჯისტიკა და ტრანსპორტი, სამედიცინო და ესთეტიკური მომსახურება, მედია და კომუნიკაციები, საგანმანათლებლო და კვლევითი სექტორი, გაყიდვები და საცალო ვაჭრობა, მაღაროება და მძიმე მრეწველობა, დაზღვევა და საკონსულტაციო სერვისები, კრეატიული ინდუსტრიები (მოდა, დიზაინი, ხელოვნება), სამართლებრივი და იურიდიული მომსახურება, გართობა და სპორტული ინდუსტრია, გარემოს დაცვა და მწვანე ეკონომიკა, სტარტაპები და ინოვაციური ბიზნესი.
ინდუსტრიის წამყვან ტრენერებთან თანამშრომლობით, ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებლებს თანამედროვე ცოდნას, რაც სრულად პასუხობს კონკურენტული შრომის ბაზრის მოთხოვნებს და ინსაითებს.
 

pexels-anna-nekrashevich-8534196.jpg
pexels-mizunokozuki-12899121 (1).jpg

მონაწილეები

ელექტრონული აკადემია ქმნის დინამიკურ სასწავლო გარემოს, სადაც მონაწილეები ავითარებენ უნარებს და აფართოებენ პროფესიულ შესაძლებლობებს. ჩვენი ტრენინგები აერთიანებს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას, რაც უზრუნველყოფს რეალურ კარიერულ წინსვლას.

bottom of page