
MS Office
ტრენინგი მოიცავს Microsoft Office-ის სამ პროგრამას: Excel, Word, PowerPoint. კურსის განმავლობაში, თითოეული პროგრამიდან, განხილული იქნება როგორც საბაზისო,
ასევე საშუალო დონის ფუნქციონალი.
ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან იმ ძირითად ბრძანებებს, რომელთა ცოდნა
აუცილებელია მაღალი დონის დოკუმენტებისა და პრეზენტაციების მოსამზადებლად,
შეისწავლიან როგორ განახორციელონ დიდი მონაცემების დამუშავება და გამოთვლები.
კურსი განკუთვნილია დამწყებთათვის, რომელთაც არ უმუშავიათ ზემოთ აღნიშნულ
პროგრამებში, ან აქვთ მცირე სამუშაო გამოცდილება.

ნინო ლორთქიფანიძე გახლავთ, "საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი"-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების დოქტორანტი, არის მოწვეული ლექტორი კავკასიის უნივერსიტეტში, ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში, საინფორმაციო ტექნოლოგიების განხრით. 15+ წლიანი ტრენერობის გამოცდილებით, აქვს ასევე 12 წლიანი გამოცდილება გაყიდვების და IT პროექტების მენეჯერის პოზიციაზე, კომპანია ,,ITDC/Myvideo.ge "-ში. ნინოს რამდენიმე უნივერსიტეტში აქვს დანერგილი ელექტროული სწავლების მართვის სისტემა, ასევე გააჩნია განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრში პროფესიულ კვალიფიკაციათა სისტემის ხელშეწყობის პროგრამის ექსპერტ/ფასილიტატორად მუშაობის გამოცდილება - სადაც შემუშავებული აქვს IT -ის მიმართულებით არაერთი პროფესიული განათლების სტანდარტი და პროგრამები. ნინო ასევე გახლავთ საგამომცემლო საქმის ტექნიკური დიზაინიერის სახელმძღვანელოს თანაავტორი. ნინოს გააჩნია სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელობის გამოცდლიება. მას მიღებული აქვს საერთაშორისო ICDL სერტიფიკატი. ნინო 2019 წელს შემოუერთდა ელექტრონულ აკადემიას.
ნინო ლორთქიფანიძე
ტრენინგის მიზანია, ტრენინგის მონაწილეებმა მოკლე დროში შეისწავლონ Microsoft Office-ის (Excel, Word, PowerPoint) პროგრამების ის ძირითადი საკითხები, რომელთა ცოდნა
დაეხმარებათ, მარტივად შეძლონ სასურველი ინფორმაციის დამუშავება, სხვადასხვა ტიპის
ამოცანების გადაწყვეტა და წარმოდგენა, მრავალფეროვანი ვიზუალური ელემენტების
საშუალებით
ტრენინგის შესახებ
24 საათი (24 შეხვედრა)
14 ოქტომბრიდან - 30 დეკემბრის ჩათვლით, ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს
ონლაინ
არაუმეტეს 15 მონაწილე
ტრენინგის მიზან ია, ტრენინგის მონაწილეებმა მოკლე დროში შეისწავლონ Microsoft Office-ის (Excel, Word, PowerPoint) პროგრამების ის ძირითადი საკითხები, რომელთა ცოდნა დაეხმარებათ, მარტივად შეძლონ სასურველი ინფორმაციის დამუშავება, სხვადასხვა ტიპის
ამოცანების გადაწყვეტა და წარმოდგენა, მრავალფეროვანი ვიზუალური ელემენტების
საშუალებითცოდნის შედეგი იქნება სრულფასოვანი ინსტრუმენტი რომელიც მსმენელს დაეხმარება მიზნებისა და წარმატების მისაღწევად. შესწავლის შემდეგ მსმენელს ექნება:
• MS Office-ის შესაძლებლობებისა და ინსტრუმენტების ცოდნა;
• ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
• ტექსტური დოკუმენტის შექმნა/რედაქტირებისა და მაღალ დონეზე გაფორმების უნარი