.png)
MS Access
ტრ ენინგი მიზნად ისახავს მონაწილეებს ასწავლოს Microsoft Access-ის გამოყენება მონაცემთა ბაზების შექმნისა და მართვისთვის. ტრენინგი მოიცავს ბაზის სტრუქტურის მოდელირებას, ცხრილების, კავშირების, ფორმებისა და ანგარიშების შექმნას, ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებს რეალური ბიზნეს-ქეისების საფუძველზე (ბანკინგი, დაზღვევა, სამომხმარებლო სისტემა).
.jpg)
ნონა გახლავთ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტი. მას აქვს მონაწილეობა მიღებული სამეცნიერო თუ სასწავლო პროექტებში, მუშაობს მონაცემთა ბაზების, ავტომატიზაციის, ტესტ-ინჟინერინგისა და ინფორმაციული სისტემების მიმართულებით. აკადემიურ საქმიანობასთან ერთად აქტიურად მონაწილეობს ტრენინგების, სასწავლო კურიკულუმების და პრაქტიკული სემინარების შემუშავებაში.
ნონა ოთხოზორია
ტრენინგი განკუთვნილია:
ოფისის თანამშრომლებისთვის, რომლებიც მუშაობენ მონაცემებთან და სჭირდებათ მონაცემთა ბაზების ორგანიზებული მართვა;
დამწყები პროგრამისტებისთვის და ანალიტიკოსებისთვის;
ყველა მსურველისთვის, ვისაც სურს მონაცემების ეფექტური სტრუქტურირება MS Access-ში.
ტრენინგის შესახებ
16 საათი (8 შეხვედრა)
არ არის გამოცხადებული
ონლაინ
არაუმეტეს 15 მონაწილე
ტრენინგის მიზანია:
მონაწილეებს მისცეს პრაქტიკული ცოდნა MS Access-ის ძირითადი და საშუალო დონის ფუნქციონალზე;
აუხსნას მონაცემთა ბაზის სწორად სტრუქტურირების პრინციპები;
რეალური ამოცანებით განავითაროს ბაზის დიზაინი, ფორმების კონსტრუქცია, მოთხოვნების შედგენა და ანგარიშების შექმნა;
დაეხმაროს მონაწილეებს მონაცემების მართვის ავტომატიზაციაში.• შექმნას სრულფასოვანი მონაცემთა ბაზა ნულიდან;
• დაგეგმოს და დააკონსტრუიროს ცხრილები დაკავშირები;
• მოამზადოს ინტერაქტიული ფორმები მონაცემების შეტანისა და რედაქტირებისთვის;
• ააგოს ვიზუალური ანგარიშები (Reports) ბიზნეს-ანგარიშგებისთვის;
• გამოიყენოს Macro-ები ავტომატიზაციისთვის;
• მოარგოს სისტემა კონკრეტულ ბიზნეს პროცესს – ბანკინგი, დაზღვევა, ჩანაწერების აღრიცხვა, სარეგისტრაციო სისტემები და სხვა.