top of page
microsoft excell course .jpg

ხელოვნური ინტელექტი (AI)

ტრენინგი მოიცავს ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე ინსტრუმენტებისა და ტექნოლოგიების პრაქტიკულ შესწავლას. პროგრამა მოიცავს AI-ის საფუძვლებს, ეფექტური პრომპტინგის ტექნიკებს, Claude-ის სიღრმისეულ გამოყენებას, გენერაციული ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს, AI აგენტების, პირადი ცოდნის ბაზის, ინტეგრაციებისა და ავტომატიზაციის ინსტრუმენტების პრაქტიკულ გამოყენებას. ტრენინგი ორიენტირებულია რეალურ სამუშაო პროცესებზე დაფუძნებულ პრაქტიკულ სწავლებაზე და თანამედროვე AI ტექნოლოგიების ეფექტიან გამოყენებაზე.

345075836_266516829277611_7270352222990100203_n_edited.jpg

ზუკას 2023 წელს მიღებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (ფინანსები, ეკონომიკა), ასევე სწავლობდა თავისუფალ უნივერსიტეტში ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით. 2022 წლიდან გახლავთ პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სააგენტო Tetrobyte-ის თანადამფუძნებელი და პროდუქტის მენეჯერი, სადაც ხელმძღვანელობდა ისეთ პროექტებს, როგორიცაა IBSU-ს სასწავლო პლატფორმა (LMS), KODA ERP და Fantasy League პლატფორმა Betsson Sport-ისთვის.

2022-2023 წლებში მუშაობდა სან-ფრანცისკოში დაფუძნებულ კომპანია Picnic-ში პროგრამულ ინჟინრად, ხოლო 2025-2026 წლებში Konverrt-ში AI და ავტომატიზაციის მიმართულებით. ზურაბს აქვს AI აგენტების შექმნის, პრომფტ-ინჟინერიის, LLM-ების შეფასებისა და ბიზნეს-პროცესების ავტომატიზაციის სიღრმისეული გამოცდილება. ტექნოლოგიური განათლების სფეროში საქმიანობს 2022 წლიდან, ატარებს ვორქშოფებსა და კორპორატიულ ტრენინგებს AI-ის პრაქტიკულ გამოყენებაში.

ზუკა ჩახნაშვილი

ტრენინგი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც სურს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების პრაქტიკულად გამოყენება ყოველდღიურ საქმიანობაში. პროგრამა გამოადგებათ როგორც დასაქმებულებს, ისე სტარტაპერებს, მეწარმეებს, ფრილანსერებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც სამუშაო პროცესების გამარტივებას, დროის დაზოგვასა და პროდუქტიულობის გაზრდას ისახავს მიზნად. ტრენინგი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც სურს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით უფრო ეფექტიანად მართოს საკუთარი ბიზნესი, შექმნას სხვადასხვა ტიპის კონტენტი, ვებგვერდები, მოახდინოს სამუშაო პროცესების ავტომატიზაცია და თანამედროვე AI ინსტრუმენტები რეალური ამოცანების გადასაჭრელად გამოიყენოს.

ტრენინგის შესახებ

  • 24 საათი (12 შეხვედრა)

  • 21 სექტემბრიდან - 28 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველ ორშაბათსა და ოთხშაბათს, 20:00 - 22:00 საათზე

  • ადგილზე ან ონლაინ

  • არაუმეტეს 15 მონაწილე

  • ტრენინგის მიზანია მონაწილეებს მისცეს თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის, განსაკუთრებით Claude-ის, ეფექტური და უსაფრთხო გამოყენების პრაქტიკული ცოდნა, რათა შეძლონ ყოველდღიური და პროფესიული საქმიანობის გამარტივება, პროდუქტიულობის გაზრდა და სამუშაო პროცესების ავტომატიზაცია.

  • ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილე შეძლებს ხელოვნური ინტელექტის, განსაკუთრებით Claude-ის, ეფექტურად გამოყენებას პროფესიულ საქმიანობაში, AI ინსტრუმენტების დახმარებით სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციას, ავტომატიზაციასა და საკუთარი საჭიროებებისთვის მორგებული AI გადაწყვეტილებების შექმნას.

ხანგძლივობა

24 საათი (12 შეხვედრა)

პერიოდი

21 სექტემბრიდან - 28 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველ ორშაბათსა და ოთხშაბათს, 20:00 - 22:00 საათზე

ფასი

800 ₾

bottom of page