
ციფრული რეკლამირება
პროგრამა მონაწილეებს აცნობს სოციალური მედია მარკეტინგის თანამედროვე პრინციპებს, ბრენდის პოზიციონირების, კონტენტის დაგეგმვისა და ციფრული კომუნიკაციის სტრატეგიებს. ტრენინგი მოიცავს Meta-სა და Google Ads-ის სარეკლამო სისტემებს, აუდიტორიის განსაზღვრის, კამპანიების შექმნის, ოპტიმიზაციისა და შედეგების ანალიზის პრაქტიკულ მეთოდებს. სწავლების პროცესში მონაწილეები რეალურ მაგალითებზე მუშაობით შექმნიან კონტენტ-სტრატეგიებს, სარეკლამო კამპანიებს და შეიძ ენენ ციფრულ მარკეტინგში ეფექტური მუშაობისთვის საჭირო პრაქტიკულ უნარებს.

ალექსანდრე დაბრუნდაშვილი არის ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი, რომელსაც სფეროში 6+ წლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს. მას მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი მარკეტინგულ კომუნიკაციებში პრაღის ფინანსებისა და ადმინისტრირების უნივერსიტეტსა და რომის საპიენცას უნივერსიტეტში. ასევე, ფლობს კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხს.
ალექსანდრეს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ციფრული მარკეტინგისა და კომუნიკაციების მიმართულებით. ამჟამად მუშაობს Students For Liberty-ში Channel Growth Manager-ის პოზიციაზე, სადაც პასუხისმგებელია ციფრული არხების განვითარებასა და მართვაზე. ასევე, კრეატიულ სააგენტო ბურთულაში ციფრული რეკლამირების სპეციალისტად.
ალექსანდრე დაბრუნდაშვილი
ტრენინგი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს სოციალური მედიისა და ციფრული რეკლამირების საფუძვლების შესწავლა, საკუთარი ბრენდის განვითარება ან მარკეტინგულ სფეროში პროფესიული უნარების გაძლიერება. კურსი განსაკუთრებით საინტერესოა დამწყები მარკეტერები სთვის, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, მეწარმეებისა და ყველასთვის, ვისაც სურს ეფექტური ონლაინ კომუნიკაციისა და რეკლამირების ინსტრუმენტების პრაქტიკულად გამოყენება.
ტრენინგის შესახებ
30 საათი (15 შეხვედრა)
22 სექტემბრიდან - 10 ნოემბრის ჩათვლით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, 20:00 - 22:00 საათზე
ადგილზე ან ონლაინ
არაუმეტეს 15 მონაწილე
ტრენინგის მიზანია, მონაწილეებს მისცეს ციფრული რეკლამირების სფეროში პრაქტიკული ცოდნა და თანამედროვე სარეკლამო ინსტრუმენტების ეფექტურად გამოყენების უნარები, რათა შეძლონ სხვადასხვა ციფრულ პლატფორმაზე სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და შედეგების შეფასება.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილე შეძლებს - სოციალური მედიის არხებისთვის სწორი აუდიტორიისა და სასაუბრო ენის განსაზღვრას, კონტენტ კალენდრის დაგეგმვას, Meta-სა და Google Ads-ის პლატფორმებზე სარეკლამო კამპანიების შექმნასა და მართვას, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრას, სარეკლამო ბიუჯეტის ეფექტურად გამოყენებას, კამპანიების შედეგების ანალიზსა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას.