
როგორ გავყიდოთ Etsy-ზე
ტრენინგი მონაწილეებს აცნობს Etsy-ზე წარმატებული გაყიდვების ძირითად პრინციპებს - ონლაინ მაღაზიის შექმნასა და მართვას, პროდუქტის კვლევას, SEO-ს, ვიზუალური კონტენტის მომზადებას, ბრენდინგსა და საერთაშორისო ბაზარზე პროდუქტის სწორად პოზიციონირებას. ტრენინგი მოიცავს პრაქტიკულ მუშაობას ციფრულ ინსტრუმენტებთან (Canva, Pinterest, Remove.bg და სხვა), რეალური მაგალითების განხილვასა და საკუთარი Etsy მაღაზიის შექმნას.

ლევან მოლაშვილი არის ქართველი მეწარმე, ელექტრონული კომერციის (E-commerce) ექსპერტი და ონლაინ კომერციის ასოციაციის პრეზიდენტი. აქვს 12+ წლიანი გამოცდილება ელექტრონული კომერციის მიმართულებით. მუშაობს პლატფორმებზე: Amazon, eBay და Etsy Facebook.
არის ლექტორი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტსა (SEU) და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) , სადაც ასწავლის ელექტრონულ კომერციასა და ტექნოლოგიებს. აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაში (მაგ. Amazon Export Hub), სადაც ქართველ მეწარმეებს უზიარებს ცოდნას საერთაშორისო ბაზრებზე პროდუქციის გატანის შესახებ. არის მენტორი საგანმანათლებლო პლატფორმა Udemy-ზე.
ლევან მოლაშვილი
ტრენინგი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურთ Etsy-ზე საკუთარი ონლაინ მაღაზიის შექმნა და პროდუქტის საერთაშორისო ბაზარზე გაყიდვა. კურსი, სხვებთან ერთად, განკუთვნილია დამწყები მეწარმეებისთვის, მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისა და შემოქმედებითი სფეროს პროფესიონალებისთვის, რომელთაც სურთ ონლაინ გაყიდვების დაწყება ან არსებული მაღაზიის განვითარება.
ტრენინგის შესახებ
9 საათი (6 შეხვედრა)
23 სექტემბრიდან - 10 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველ ოთხშაბათს - 19:00 - 20:30 და შაბათს - 18:00 - 19:30
ონლაინ
არაუმეტეს 12 მონაწილე
პროგრამის მიზანია, მონაწილეებს მისცეს პრაქტიკული ცოდნა Etsy-ზე საკუთარი ონლაინ მაღაზიის შესაქმნელად, პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე გასატანად და ონლაინ გაყიდვების პროცესის ეფექტურად სამართავად.
Etsy-ზე ონლაინ მაღაზიის შექმნასა და მართვას; პროდუქციის სწორად განთავსებასა და პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზარზე; მოთხოვნადი საძიებო სიტყვების კვლევასა და SEO-ის გამოყენებას; პროდუქტის სათაურებისა და აღწერილობების ოპტიმიზაციას; მაღაზიის ვიზუალური იდენტობის შექმნასა და ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებას; სოციალური მედიის გამოყენებას გაყიდვების გასაზრდელად.