top of page
microsoft excell course .jpg

მარკეტინგული მონაცემების ანალიტიკა

კურსი მოიცავს მარკეტინგული მონაცემების ანალიზისა და მათი ბიზნეს გადაწყვეტილებებში გამოყენების პრაქტიკულ შესწავლას. პროგრამა მოიცავს სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემების გაერთიანებასა და გააზრებას, მონაცემების ანალიზს, პრობლემებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირებას და მიღებული შედეგების ბიზნეს ამოცანებთან დაკავშირებას. მონაწილეები შეისწავლიან, როგორ გამოიყენონ მონაცემები მარკეტინგული და ბიზნეს ამოცანების სწორად დასახვის, შეფასებისა და მიღწევისთვის.
კურსი ორიენტირებულია რეალურ ბიზნეს პროცესებზე დაფუძნებულ პრაქტიკულ სწავლებაზე და მარკეტინგული მონაცემების დამოუკიდებლად გაანალიზებისა და მიღებული შედეგების პრაქტიკაში გამოყენების განვითარებაზე. პროგრამა დაეხმარება მონაწილეებს, სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემები ერთიან სურათად დაინახონ, უკეთ შეაფასონ არსებული მდგომარეობა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები მიიღონ.

345075836_266516829277611_7270352222990100203_n_edited.jpg

ვასო კუსიანმა დაამთავრა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მენეჯმენტის პროგრამა, დამატებით სპეციალობად კი კომპიუტერული მეცნიერებები აირჩია. პროფესიული კარიერა 2019 წელს დაიწყო და მუშაობდა სხვადასხვა მედია და ბიზნეს ორგანიზაციაში, მათ შორის „სულაკაურის გამომცემლობაში“, On.ge-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელში. 2021-2024 წლებში მუშაობდა TBC-ის ბრენდის გუნდში, 2025 წლიდან კი კარიერა ტერაბანკში შიდა კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციაზე გააგრძელა.
2026 წლიდან არის DUNKIN’-ის ბრენდ მენეჯერი და ხელმძღვანელობს ბრენდის კამპანიებს, ახალი პროდუქტების გაშვებას, ციფრული არხების განვითარებას, სტრატეგიულ პარტნიორობებსა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას.
ვასოს პროფესიული გამოცდილება აერთიანებს ბრენდის სტრატეგიას, მომხმარებლის ქცევის ანალიზს, ბაზრის კვლევას, მეტრიკების განსაზღვრას, კამპანიების ეფექტიანობის შეფასებასა და მარკეტინგული მონაცემების ბიზნეს გადაწყვეტილებებში გამოყენებას. ყოველდღიურ საქმიანობაში იგი მუშაობს როგორც კრეატიულ და ციფრულ, ისე ოპერაციულ და ბიზნეს მაჩვენებლებთან, რაც საშუალებას აძლევს მონაცემები არა ცალკეულ ციფრებად, არამედ ერთიან ბიზნეს სურათად დაინახოს.

ვასო კუსიანი

ტრენინგი განკუთვნილია- მარკეტინგის სპეციალისტებისთვის; ბრენდ მენეჯერებისთვის; CRM და Loyalty მიმართულების სპეციალისტებისთვის; Trade Marketing სპეციალისტებისთვის; Product Marketing სპეციალისტებისთვის; Performance Marketing სპეციალისტებისთვის; სააგენტოების Account და Strategy მენეჯერებისთვის; მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებისთვის; ყველასთვის, ვისაც ყოველდღიურად უწევს მარკეტინგულ მონაცემებთან მუშაობა

ტრენინგის შესახებ

  • 24 საათი (12 შეხვედრა)

  • 13 ოქტომბერიდან - 19 ნოემბერის ჩათვლით, ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს 20:00 - 22:00

  • ადგილზე ან ონლაინ

  • არაუმეტეს 15 მონაწილე

  • პროგრამის მიზანია მონაწილეებმა ისწავლონ სხვადასხვა წყაროდან მიღებული მარკეტინგული მონაცემების სწორად დამუშავება, წაკითხვა და ბიზნეს კონტექსტში ინტერპრეტაცია.

  • ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ დიდი მოცულობის მონაცემებიდან მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოყოფას, სხვადასხვა წყაროს ერთმანეთთან დაკავშირებას, სწორი მეტრიკების შერჩევასა და ანალიზის საფუძველზე მნიშვნელოვანი მიგნებების ჩამოყალიბებას, რომლებიც პრაქტიკულ ბიზნეს რეკომენდაციებად გარდაიქმნება.

ხანგძლივობა

24 საათი (12 შეხვედრა)

პერიოდი

13 ოქტომბერი - 19 ნოემბერი, ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს, 20:00 - 22:00 საათზე

ფასი

500 ₾

bottom of page